მედია

 საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ , დღეს  სასტუმრო  რადისონში გამართულ, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოველწლიურ სტაჟირების ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

ფორუმის მთავარი მიზანი იყო, უნივერსიტეტის ნიჭიერი სტუდენტების და მათი მომავალი დამსაქმებლების, შესაბამისი კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლების გაცნობა და  ინფორმაციის გაცვლა. ფორუმს   საქართველოში მოქმედი 50-მდე წამყვანი კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა.

დასაქმების ფორუმში მონაწილეობა მიიღო უნივერსიტეტის ბიოქიმიის, კომპიუტერული ინჟინერიის, ელექტრული ინჟინერის  და კომპიუტერული მეცნიერებების ფაკულტეტის 250-მდე  სტუდენტმა.

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის და გარდაბნის თბოსადგურის  ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით დაიგეგმა სტუდენტების ტური და სტაჟირების  საკითხის განხილვა.