მედია

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციასა და სან დიეგოს უნივერსიტეტს შორის არსებული ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის ფარგლებში, გარდაბნის თბოსადგურის ტერიტორიაზე სტუდენტური ტური მოეწყო. ადგილობრივმა სპეციალისტებმა, სტუდენტებს დაათვალიერებინეს გაზის საკომპრესორო სადგურები, N11 და N12 გაზის ტურბინები, წყლის გასუფთავებისა და გაგრილების სისტემები, ლაბორატორია, თბოსადგურის კონტროლისა და მართვის სისტემები.

კომპიუტერული და ელექტრული ინჟინერიის ფაკულტეტის სტუდენტებს, სნგკ-ს  სტრატეგიული დაგეგმვისა და პროექტების დეპარტამენტის უფროსმა, თეიმურაზ გოჩიტაშვილმა, პრეზენტაციის სახით გააცნო საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მისია, მუშაობის პრინციპები და სამომავლო პროექტები.