მედია

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ილია ელოშვილმა და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა დავით თვალაბეიშვილმა, სტეფანწმინდაში, მდინარე ყუროს ხევის მონაკვეთზე აშენებული ახალი საჰაერო ვანტური ტიპის გადასასვლელი მოინახულეს.

დავით თვალაბეიშვილის განცხადებით, 1200 მმ-იანი დიამეტრის მილსადენი, ამ ტექნოლოგიით საქართველოში პირველად დამონტაჟდა, რაც გაზსადენის უსაფრთხო ფუნქციონირებას უზრუნველყოფს.

აღნიშნული მონაკვეთი, მდინარის კალაპოტში მიწისქვეშ გადიოდა, შესაბამისად, უკიდურესად რთული ჰიდროლოგიური და გეოლოგიური პირობები, მილსადენის ფუნქციონირებას საფრთხეს უქმნიდა. ახალი გადასასვლელის ექსპლუატაციაში შესვლით, ამაღლდება გაზსადენის უსაფრთხოება და გაზმომარაგების სისტემა დაცული იქნება სტიქიური მოვლენებისაგან.

მშენებლობის  ღირებულება, მილებისა და სხვა ძირითადი სამშენებლო მასალების ღირებულების გარეშე, 1 421 574 ლარს შეადგენს. საჰაერო გადასასვლელის მშენებლობა განახორციელა ტენდერში გამარჯვებულმა ქართულმა კომპანიამ შპს „ელიტა ბურჯი“.