მედია

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტებმა ორკვირიანი სტაჟირება გაიარეს.

პირველი კვირა მოიცავდა თეორიულ სემინარებს ნავთობისა და გაზის ზოგად კურსსა და შრომითი უსაფრთხოების საკითხებში. სტუდენტებმა ასევე გასვლითი ვიზიტები განახორციელეს სამგორის სათავო ნაგებობაზე, სამგორის სამხრეთი თაღის საბადოზე და მილსადენის სამშენებლო მოედანზე, სადაც ისინი გაეცნენ საწარმოო პროცესებს და დაგეგმილ სამომავლო სამუშაოებს საველე პირობებში.

მეორე კვირის განმავლობაში  სტუდენტები, როგორც დამხმარე პერსონალი,  საველე პრაქტიკას გადიოდნენ ნავთობის პირველადი გადამუშავების საწარმოში და სამგორის სამხრეთი თაღის საბადოზე.

სტაჟირების ბოლოს კორპორაციაში შემაჯამებელი სესია გაიმართა. კორპორაციის გენერალური დირექტორის მრჩეველმა/სტრატეგიული დაგეგმვისა და პროექტების დეპარტამენტის უფროსმა თემურ გოჩიტაშვილმა  და კორპორატიული მართვის დეპარტამენტის უფროსმა ინგა ხუციშვილმა სტუდენტებს  სტაჟირების კურსის წარმატებით დასრულებასთან დაკავშირებით სერტიფიკატები გადასცა.