პრეს - რელიზები

15 აგვისტო, 2017

კორპორაციამ სტეფანწმინდაში მდინარე ყუროს ხევზე გაზსადენის საჰაერო ვანტური ტიპის გადასასვლელი ააშენა

სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“ „ჩრდილოეთ კავკასია-ამიერკავკასიის“ მაგისტრალური გაზსადენის მდინარე ყუროს ხევის მონაკვეთზე საჰაერო გადასასვლელის  მშენებლობა დაასრულა. 

1200მმ დიამეტრის  გაზსადენის  მშენებლობა ტენდერში გამარჯვებულმა ქართულმა კომპანია შპს „ელიტაბურჯმა“-მა განახორციელა.

„ჩრდილოეთ კავკასია-ამიერკავკასიის“ 1200მმ დიამეტრის მაგისტრალური გაზსადენის აღნიშნული მონაკვეთი მდინარის კალაპოტში მიწისქვეშ გადიოდა, რაც ამ მდინარესთან დაკავშირებული უკიდურესად რთული ჰიდროლოგიური და გეოლოგიური პირობების გათვალისწინებით, მილსადენის უსაფრთხო ფუნქციონირებას საფრთხეს უქმნიდა.  ახალი გადასასვლის ექსპლუატაციაში მიღებით ამაღლდება გაზსადენის უსაფრთხოება და გაზმომარაგების სისტემა დაცული იქნება  სტიქიური მოვლენებისაგან.

მშენებლობის  ღირებულება 1 421 574 ლარია (მილებისა და სხვა ძირითადი სამშენებლო მასალების ღირებულების გარეშე).