პრეს - რელიზები

14 აპრილი, 2016

გაზსაცავის მშენებლობის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების საბოლოო ანგარიშის შედეგების პრეზენტაცია

15 აპრილს, 10:00 საათზე, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ საქართველოს მთავრობის ვიცე-პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალური დირექტორი დავით თვალაბეიშვილი, პროექტის წარმომადგენლებთან ერთად, სამგორის სამხრეთ თაღის საბადოზე გაზსაცავის მშენებლობის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების საბოლოო ანგარიშის შედეგებს წარადგენენ.