მედია

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ინიციატივით, ენერგოკომპანიებს შორის მინი საფეხბურთო ჩემპიონატი გაიმართა.

მასში მონაწილეობას  იღებდნენ ნავთობისა და გაზის კორპორაციის, გაზის ტრასნპორტირების კომპანიის, საქრუსენერგოს, ენერგეტიკის სამინისტროს, სახელმწიფო ელექტროსისტემის, ენერგო-პრო ჯორჯიას, სოკარ ჯორჯია გაზისა და ყაზტრანსგაზის გუნდები. ტურნირის გამარჯვებული  საქრუსენერგო გახდა, ვერცხლის მედალის მფლობელი  სოკარ ჯორჯია გაზი,  ხოლო ბრინჯაოს მედალი თელასის გუნდმა მიიღო.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა, ილია ელოშვილმა, ტურნირის ფინალისტებს  სიმბოლური პრიზები გადასცა და გამარჯვება მიულოცა.

ნავთობისა და გაზის კორპორაცია ტურნირის „საუკეთესო მწვრთნელის“ პრიზის მფლობელი გახდა.