ბუნებრივი გაზი

ბუნებრივი გაზის იმპორტი კორპორაციის ძირითად ბიზნეს–საქმიანობას წარმოადგენს. წლიდან წლამდე საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია ბუნებრივი აირით  უზრუნველყოფს ქვეყნის საერთო ბაზრის ნახევარზე მეტს. იმპორტი და შემდგომი საბითუმო რეალიზაცია ძირითადად ე.წ. სოციალური მომხმარებლების (ელექტრო გენერაციის ობიექტები და მოსახლეობა) უზრუნველყოფის მიზნით ხორციელდება. სოციალური სექტორის გაზით მომარაგება ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების უმთავრესი ამოცანაა. ამ მიზნით კორპორაციას დადებული აქვს გრძელვადიანი მყარი კონტრაქტები მომწოდებლებთან. დივერსიფიცირებული იმპორტი და გაზის ნაკადების ბალანსირებული მართვა კორპორაციის წარმატებული საქმიანობის და მდგრადი განვითარების საფუძველია.