მიმდინარე პროექტები

აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენი

წითელი ხიდი-გარდაბნის“ 700მმ დიამეტრის 19კმ-იანი მონაკვეთიაღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის სხვადასხვა კრიტიკულ მონაკვეთზე ჩატარებული ბოლო შესწავლის შედეგების ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ „ყარადაღ-თბილისის“ მაგისტრალური გაზსადენის I ხაზის „წითელი ხიდი-გარდაბნის“ მონაკვეთი ერთ-ერთ ყველაზე სუსტ ადგილს წარმოადგენს. შესაბამისად, მიზანშეწონილილად იქნა მიჩნეული „წითელი ხიდი-გარდაბნის“ მონაკვეთზე არსებული გაზსადენის რეკონსტრუქცია, რაც გულისხმობს ახალი ხაზის გაყვანას 700მმ-იანი მილებით და შესაბამისი ინფრასტრუქტურით.

სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია “კომფორტმშენ XXI“.პროექტის ღირებულება შეადგენს 3 482 298 ლარს დღგ-ს გარეშე.

„ყარადაღ-თბილისის“ მაგისტრალური გაზსადენის I ხაზი საქართველოში აგებული პირველი მაგისტრალურ გაზსადენია, რომლითაც ბუნებრივი გაზი აზერბაიჯანიდან მიეწოდა საქართველოს სამრეწველო, კომუნალურ-საყოფაცხოვრებო და ბიზნესის ობიექტებს. გაზსადენი 1959 წელს აშენდა.

„წითელი ხიდი-გარდაბნის“ საპროექტო უბანზე გაზსადენის რეკონსტრუქციით დასრულდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის „წითელი ხიდი-საგურამოს“ 90 კმ სიგრძისა და 700მმ დიამეტრის ახალი მონაკვეთების მშენებლობა. 

 

"თელავი-ახმეტის" 300მმ დიამეტრის 27კმ-იანი სიგრძის მონაკვეთი. აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენზე „თელავი-ახმეტის“ 300მმ დიამეტრის 27კმ-იანი სიგრძის მონაკვეთის მშენებლობა მიმდინარეობს. მშენებლობას ტენდერში გამარჯვებული ქართული კომპანია შპს „რაპიდ ინჯინიირინგ & კონსტრაკშენი“ აწარმოებს.

პროექტის ღირებულება 2 120 000  ლარია დღგ-ს გარეშე.

მაღალი წნევის გაზსადენის მშენებლობის დასრულება 2017 წლის თებერვლისთვის არის დაგეგმილი.

„თელავი-ახმეტის“ ახალი 27კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობით მაგისტრალური გაზსადენის კახეთის განშტოების რეაბილიტაციის მეორე ეტაპის სამუშაოები დასრულდება. პროექტის დასრულების შემდეგ, გაზსადენის დაზიანებულ მონაკვეთზე 1976 წელს აშენებულ 200 მმ დიამეტრის ამორტიზებულ მილებს ახალი, 300 მმ დიამეტრის მილები ჩაანაცვლებენ, რაც ხელს შეუწყობს კახეთის რეგიონის ბუნებრივი გაზით შეუფერხებლად მომარაგებას.  

სრულად ნახვა დახურვა

გარდაბნის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის მეორე ბლოკი

გარდაბანში კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის მეორე ბლოკის მშენებლობაა დაგეგმილი.  230 მეგავატი სიმძლავრის თბოსადგურს ჩინური კომპანია China Tianchen Engineering Corporation (TCC) ააშენებს.

სამშენებლო სამუშაოები 2017 წლის პირველ ნახევარში დაიწყება, თბოსადგურის ექსპლუატაციაში შესვლა კი 2020 წლის პირველ ნახევარშია დაგეგმილი. 

პროექტის ღირებულება 159 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს ნებართვების მოპოვების პროცესი და ჩინური ბანკებიდან სასესხო ხელშეკრულებებზე მოლაპარაკებები.

გარდაბანში 230 მეგავატი სიმძლავრის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის პროექტის განხორციელების (იმპლემენტაციის) ხელშეკრულება გაფორმებულია საქართველოს მთავრობას, შპს „გარდაბნის თბოსადგური 2“-ს, სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“ და სს "ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორს" შორის. 

პროექტს უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ქართული ენერგეტიკული სისტემისა და მთლიანად ენერგოსექტორის მდგრადობისა და წარმატებული განვითარებისთვის. როგორც ცნობილია, საქართველოში არსებული ელექტროსადგურების გარანტირებული სიმძლავრე მთლიანად ვერ უზრუნველყოფს ზამთრის პერიოდის მოხმარების სრული მოცულობით დაკმაყოფილებას. ამას ემატება ქვეყანაში ელექტროენერგიაზე მოხმარების სტაბილური ზრდა. საქართველოს მთავრობის და ენერგეტიკული სექტორის განვითარების სტრატეგიული პოლიტიკის მიხედვით მაღალეფექტური და ეკონომიური კომბინირებული (ორთქლ-აირტურბინული) თბოსადგურების მშენებლობა ერთ-ერთ უმთავრესს პრიორიტეტს წარმოადგენს.

გარდაბანში უკვე აშენდა 230 მეგავატი სიმძლავრის კომბინირებული ციკლის პირველი თბოელექტროსადგური. მისი მშენებლობა  2013 წელს დაიწყო და 2015 წლის ზაფხულში წარმატებით დასრულდა. პროექტის საინვესტიციო ღირებულებამ 230 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ინვესტიცია განხორციელდა სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციისა“ და სს „საპარტნიორო ფონდის“ მიერ, მისი მშენებლობა კი უმსხვილესმა თურქულმა კომპანიამ - ÇALIK ENERJİ-მ განახორციელა.

სრულად ნახვა დახურვა