გარემოს დაცვის პოლიტიკა

გარემოს დაცვასთან დაკავშირებული რისკების გაცნობიერება, გაკონტროლება და მათზე ადეკვატური რეაგირება საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გარემოსდაცვითი სტრატეგიის ნაწილია.

მშენებლობის ზედამხედველობის დეპარტამენტის გარემოზე ზედამხედველობის ჯგუფი უზრუნველყოფს კორპორაციის მიერ ჩასატარებელი სამუშაოების გარემოზე ზემოქმედების რისკის დონის განსაზღვრასა და შეფასებას, ამ რისკის შემცირების ან აღმოფხვრის ადეკვატური ზომების მიღებას. ასევე, მილსადენების, ჭაბურღილების, სხვა ტექნიკური ობიექტების და ახალი სისტემების პროექტირების, მშენებლობის და შემდგომი ექსპლუატაციის ფაზების გარემოსდაცვითი მონიტორინგისა და კომპეტენციის ფარგლებში, გარემოზე ზემოქმედების შესწავლა-შეფასებას, გარემოზე ზემოქმედების შეფასების და ზოგადად გარემოს დაცვის საკითხების შესახებ დოკუმენტაციის წარმოებას.

გარემოსდაცვითი ჯგუფი სისტემატურად ახორციელებს BTC-სა და SCP-ის მონიტორინგს, თანამშრომლობს ოპერატორ კომპანია BP-სთან და ამზადებს გარემოს დაცვითი მონიტორინგის ანგარიშებს.