მართვა

სს "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის" მმართველ სტრუქტურას დირექტორთა საბჭო წარმოადგენს.

საბჭოს თავმჯდომარეა გენერალური დირექტორი. საბჭოს შემადგენლობაში შედიან დირექტორები კომერციულ და ფინანსურ საკითხებში და დირექტორი ტექნიკურ საკითხებში.

დირექტორთა საბჭოს თითოეულ წევრს თანამდებობაზე ნიშნავს  კორპორაციის სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც აგრეთვე ახორციელებს დირექტორთა საქმიანობის კონტროლს მეწარმეთა  შესახებ საქართველოს კანონით და კორპორაციის წესდებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.