საქმიანობა

- საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ბუნებრივი აირის საბითუმო ბაზრის გრძელვადიანი და მდგრადი უზრუნველყოფა;

- წილობრივი ხელშეკრულებების ფარგლებში მიღებული სახელმწიფო წილი ნავთობის და გაზის განკარგვა და მასთან დაკავშირებული მომზადების, შენახვის, ტრანსპორტირების და რეალიზაციის ოპერაციების წარმოება;

- საქართველოში არსებული მაგისტრალური გაზსადენებისა და ნავთობსადენების ექსპლუატაცია, მათი რეაბილიტაცია და ახლით შეცვლა. ახალი მაგისტრალური მილსადენების დაპროექტება და მშენებლობა; სათანადო ინფრასტრუქტურის შექმნა, განვითარება და ოპერირება;

- კასპიის ზღვის აუზის, ასევე სხვა წარმოშობის მქონე ნავთობისა და გაზის საქართველოს ტერიტორიაზე მაგისტრალური მილსადენებით ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული პროექტების განხორციელება;

- საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ენერგორესურსების მოპოვებასა და ტრანსპორტირებასთან, ენერგორესურსების მომარაგებასთან დაკავშირებულ პროექტებში მონაწილეობა ან ამგვარი პროექტების უშუალოდ განხორციელება, როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ.