დასრულებული პროექტები

გარდაბნის კომბინირებული თბოელექტროსადგური

გარდაბანის 230 მეგავატი სიმძლავრის კომბინირებული თბოელექტროსადგურის მშენებლობის  პროექტის განხორციელება  2013 წელს დაიწყო და 1.5 წელიწადში წარმატებით დასრულდა. პროექტის საინვესტიციო ღირებულებამ 230 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ინვესტიცია განხორციელდა სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციისა“ და სს „საპარტნიორო ფონდის“ მიერ, მისი მშენებლობა კი უმსხვილესმა თურქულმა კომპანიამ - ÇALIK ENERJİ-მ განახორციელა.

სრულად ნახვა დახურვა

წითელი ხიდი-მარნეული

სამხრეთის მაგისტრალური გაზსადენის ”წითელი ხიდი-მარნეულის” 500მმ დიამეტრის 24კმ სიგრძის მონაკვეთის რეაბილიტაცია-მშენებლობის სამუშაოები 2014 წლის შემოდგომაზე დაიწყო და 2015 წლის გაზაფხულზე დასრლდა. სამუშაოები ქართულმა კომპანიამ „კომფორტმშენ XXI“ ააშენა.

მშენებელ კომპანიასა და სს "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“ შორის 2014 წლის 17ივნისს გაფორმებული კონტრაქტის ღირებულება  3 მილიონ 850 ათას ლარს შეადგენდა დღგ-ის ჩათვლით.

სამხრეთის მაგისტრალური გაზსადენის „წითელი ხიდი-მარნეულის’’ 500მმ დიამეტრის 24კმ-იან მონაკვეთს გაზსადენის „წითელი ხიდი-მარნეულის“ მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოების შესრულებაზე ტენდერი 2014 წლის აპრილში გამოცხადდა.

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ დაახლოებით 4,5 მლნ. ლარის ღირებულების მილები და სხვა სამშენებლო მასალები გადასცა.

„წითელი ხიდი-წალკა-ახალქალაქის გაზსადენი“ 1978 წელს აშენდა.

 აღნიშნული გაზსადენის ზოგიერთ მონაკვეთზე განვითარებული კოროზიის შედეგად საფრთხის წინაშე დადგა  გაზსადენის ექსპლუატაციისსაიმედოობა. შესაბამისად, მაგისტრალური გაზსადენის უსაფრთხო ექსპლუატაციისათვის მილსადენის „წითელი ხიდი-მარნეულის“ მონაკვეთზე ახალი გაზსადენის აშენდება გადაწყდა.

 

სრულად ნახვა დახურვა

გორი-ქარელი

მაგისტრალური გაზსადენის „გორი-ქარელის“ 700მმ დიამეტრის 20კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის  რეაბილიტაციის პროექტის IV ფაზის ფარგლებში განხორციელდა, რომელსაც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) აფინანსებს.

სამშენებლო სამუშაოები, რომელიც საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულმა თურქულმა კომპანიამ AHM ENERGY GAS HEATING SYSTEMS CONSTRUCTION INDUSTRY. TIC. LTD. STI განახორციელა, 2014 წლის აპრილში დაიწყო და დეკემბერში დასრულდა. 

მშენებლობის პროექტის ღირებულებამ 3,777,532 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.

გაზსადენის არსებულ მონაკვეთზე 1960-იან წლებში აშენებული 500მმ დიამეტრის სექციები 700მმ დიამეტრის სექციებით შეიცვალა, რითაც გაიზარდა მილსადენის გამტარუნარიანობა.

პროექტის გაგრძელებას წარმოადგენდა „გორი-ქარელის“ 700მმ დიამეტრის 13კმ-ანი მონაკვეთის მშენებლობის პროექტი, რომელიც 2015 წელს განხორციელდა. სამშენებლო სამუშაოები საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია “საქმილსადენმშენმა“ აწარმოა.  

აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებას სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ 2017 წელს გეგმავს, რაც საშუალებას იძლევა მნიშვნელოვნად გაიზარდოს საქართველოს გაზმომარაგების ერთიანი სისტემის ფუნქციონირების ტექნოლოგიური საიმედოობა. პროექტების რეალიზაცია ასევე ხელს შეუწყობს შიდა ქართლისა და დასავლეთ საქართველოს რეგიონების მოსახლეობისა და საწარმოთა, თავისუფალი ინდუსტრიული ზონებისა და შავიზღვისპირა რეკრეაცული ზონის გარანტირებული გაზმომარაგების გაზრდას. 

სრულად ნახვა დახურვა

რუსთავი-საგარეჯო

მაგისტრალური გაზსადენების სისტემის კახეთის განშტოების ”რუსთავი-საგარეჯოს” 25კმ-იანი  300მმ-იანი დიამეტრის მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოები 2014 წლის თებერვალში დაიწყო და ნოემბერში დასრულდა. 

სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა ქართულმა კომპანიამ შპს “კომფორტმშენ XXI“ აწარმოა. 

ახალი 25კმ-იანი მონაკვეთი უზრნველყოფს კახეთის რეგიონის უწყვეტ გაზმომარაგებას ე.წ. წრიული მიწოდების სისტემის გამოყენებით. 

სრულად ნახვა დახურვა

ზესტაფონი-ქუთაისი

ზესტაფონი-ქუთაისის“ 700მმ დიამეტრის 23კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობის პროექტი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის  რეაბილიტაციის პროექტის IV ფაზის ფარგლებში განხორციელდა

მონაკვეთზე გაზსადენის რეაბილიტაცია არსებული 500მმ-იანი დიამეტრის დაზიანებული მილების, ასევე მდინარეებისა და ხევების პრობლემური გადაკვეთების გამოცვლის აუცილებლობამ განაპირობააღნიშნული პროექტის განხორციელების შედეგად, მნიშვნელოვნად გაიზარდა როგორც გაზსადენის გამტარუნარიანობა, ასევე მთლიანად მაგისტრალური გაზსადენების სისტემის საიმედოობა.

მაღალი წნევის მაგისტრალური გაზსადენისზესტაფონი-ქუთაისის“ 23კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა  საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულმა ქართულმა კომპანია შპსსაქმილსადენმშენ“-მა განახორციელა. მშენებლობის კონტრაქტის ღირებულება 4 496 765,47 აშშ დოლარი იყო.

მაგისტრალური გაზსადენისზესტაფონი-ქუთაისისმონაკვეთის მშენებლობა 2014 წლის გაზაფხულზე დაიწყო და ოქტომბერში დასრულდა

სრულად ნახვა დახურვა

საჰაერო გადასასვლელი მდინარე ნატანებზე

მდინარე ნატანებზე, "ქუთაისი-სოხუმის" მაგისტრალურ გაზსადენზე საჰაერო გადასასვლელის რეკონსტრუქცია განხორციელდა. საპროექტო მონაკვეთი მაგისტრალური გაზსადენის ქობულეთის განშტოების 46-ე კმ-ზე მდებარეობდა. 

მდინარე ნატანებზე წყალდიდობების შედეგად მდინარის კალაპოტმა გადაიწია მარჯვნივ და 2013  წლის აგვისტოში გაზსადენის წყალქვეშა მონაკვეთი გაწყვიტა, რასაც მილსადენის საყრდენებიდან გადაგდება მოჰყვა. მნიშვნელოვნად იყო არეცხილი არსებული საჰაერო გადასასვლელის საყრდენები. შექმნილმა სიტუაციამ გამოიწვია გადასასვლელის რეკონსტრუქციის აუცილებლობა. 

სარეკონსტრუქციო სამუშაოებს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის  დაკვეთით შეასრულა შპს ″გეოლოდ″-მა. სამუშაოები 2014 წლის ზაფხულში დასრულდა.

სრულად ნახვა დახურვა

ქუთაისი-აბაშა

აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში ”ქუთაისი-აბაშის” 47კმ-იანი სიგრძის 700მმ დიამეტრის გაზსადენის მშნებლობის პროექტი განხორციელდა. გაზსადენის მშენებლობაზე ერთობლივმა საწარმო ”საქმილსადენმშენი და პიი სიტ ნეფთეგაზსტროიიზოლაცია უკრაინამ” იმუშავა.

მაღალი წნევის გაზსადენის ”ქუთაისი-აბაშის” 47კმ-იანი სიგრძის გაზსადენის მშენებლობა 2012 წლის ოქტომბრის ბოლოს დაიწყო და 2013 წლის ნოემბერში დასრულდა. პროექტი განხორციელდა USAID-ის ხელშეწყობით  და მისმა ღირებულებამ შეადგინა 10 968 425 აშშ დოლარი. 

პროექტის განხორციელების ძირითად მიზანს ფოთის განვითარებადი თავისუფალი სამრეწველო და შავიზღვისპირა რეკრეაციული ზონების, აგრეთვე დასავლეთ საქართველოს მოსახლეობისა და სხვადასხვა დანიშნულების სასოფლო-სამეურნეო და სამრეწველო ობიექტების გარანტირებული გაზმომარაგებით უზრუნველყოფა წარმოადგენდა. 

სრულად ნახვა დახურვა

აბაშა-სენაკი

მაგისტრალური გაზსადენის ”აბაშა-სენაკის” 700მმ დიამეტრის 29კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში  განხორციელდა.

მშენებლობა 2012 წლის ზაფხულში დაიწყო და 2013 წლის გაზაფხულზე დასრულდა. სამშენებლო სამუშაოები საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულმა აზერბაიჯანულმა კომპანიამ “ნეფტგაზტიკინტი” განახორციელა.

ქვეყნის მოსახლეობის გაზიფიკაციისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის ”აბაშა-სენაკის” მაღალი წნევის მაგისტრალური გაზსადენის 29კმ-იან მონაკვეთის მშენებლობის პროექტი ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით განხორციელდა.

სრულად ნახვა დახურვა

ახალციხე-ადიგენი

2012 წელს  მაგისტრალური გაზსადენის ახალციხე-ადიგენის 20 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობით დასრულდა სამხრეთ საქართველოს რეგიონის გაზიფიცირება.

სრულად ნახვა დახურვა

სენაკი-ფოთი

2010  წელს დასრულდა ”სენაკი-ფოთის” მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობა აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის რეაბილიტაციის პროგრამის I ეტაპის ფარგლებში.  30 კილომეტრამდე სიგრძის 700მმ-იანი გაზსადენის მშენებლობის მიზანი იყო ქალაქ ფოთის გაზიფიცირება და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის განვითარების ხელშეწყობა.

სამშენებლო სამუშაოები საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის დაკვეთით ორმა კონტრაქტორმა კომპანიამ - "საქჰიდრომ" და "ხიდმშენმა" აწარმოა. 

პროექტი განხორციელდა ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. 

სრულად ნახვა დახურვა

სამხრეთ საქართველოს მაგისტრალური გაზსადენი

სამცხე-ჯავახეთის რეგიონის გაზმომარაგების მიზნით განხორციელებული ,,წითელი ხიდი-წალკა-ახალქალაქის’’ პროექტის ფარგლებში, სარეაბილიტაციო-სამშენებლო სამუშაოები ჩატარდა არსებული 195კმ-იანი გაზსადენის სხვადასხვა მონაკვეთზე და აშენდა გაზსადენის 5,5კმ-იანი უბანი.

,,წითელი ხიდი-წალკა-ახალქალაქის’’ მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობა 90-იან წლებში შეჩერდა, რის გამოც რეგიონის სრული გაზიფიცირება შეუძლებელი იყო. 2008 წელს განხორციელებული პროექტის შედეგად ბუნებრივი გაზის მიწოდება აღუდგა წალკის რაიონს, ხოლო პირველად გაზი მიიღეს ახალქალაქის, ასპინძის, ახალციხის და ნინოწმინდის რაიონებმა.

სარეაბილიტაციო-სამშენებლო სამუშაოები ,,საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის’’ დაკვეთით საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ და კომპანია New Energy-მ განახორციელეს.

,,საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის’’ მიერ ადრე აშენებული ცალკეული მონაკვეთები შემოწმდა და აღდგა. მაგისტრალური გაზსადენების სისტემაში ჩაირთო ”ქოთელია-ასპინძის” 24კმ-იანი მონაკვეთი. მთლიანად ახლიდან დაპროექტდა და აშენდა მაგისტრალური გაზსადენის ”ასპინძა-ახალციხის” 30კმ-იანი მონაკვეთი.

აღნიშნულმა პროექტებმა შესაძლებელი გახადა სამცხე-ჯავახეთის რეგიონს მიეღო იაფი ენერგორესურსი, რომელიც უზრუნველყოფდა ეკოლოგიურად სუფთა და შეშასთან შედარებით უფრო მოსახერხებელი სათბობით მომარაგებას ისედაც მცირე ტყიან რეგიონში.

სრულად ნახვა დახურვა

ჩრდილოეთი-სამხრეთის მაგისტრალური გაზსადენის რეაბილიტაცია

ჩრდილოეთი-სამხრეთის მაგისტრალური გაზსადენის რეაბილიტაცია საქართველოს ათასწლეულის ფონდის ”ენერგოინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის” ერთ-ერთ კომპონენტს წარმოადგენდა.

მაგისტრალური გაზსადენის რეაბილიტაცია სამ ფაზად ჩატარდა და 22 მნიშვნელოვნად დაზიანებული უბნის რეაბილიტაცია და მშენებლობა განხორციელდა. გაზსადენის რეაბილიტაციის შედეგად გაიზარდა საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი.

ჩრდილოეთი-სამხრეთის მაგისტრალური გაზსადენის რეაბილიტაციის პროექტის განხორციელება დაიწყო 2006 წელს და 2010 წელს დასრულდა. პროექტის განმახორციელებელი კომპანია იყო საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია, სამშენებლო სამუშაოები საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულმა უცხოურმა და ქართულმა კომპანიებმა განახორციელეს, კომპანამ BP და EBRD-მა (ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკი) კი გაზსადენის ფაქტიური მდგომარეობის შესწავლა დააფინანსეს.

ჩრდილოეთი-სამხრეთის მაგისტრალური გაზსადენი XX საუკუნის 60-იან და 80-იან წლებში აშენდა. აშენებიდან მისი რეაბილიტაცია არ განხორციელებულა. გაზსადენი საქართველო-რუსეთის საზღვრიდან იწყება და საქართველო-სომხეთის საზღვრამდე გრძელდება (221 კმ). მილსადენი უზრუნველყოფს ბუნებრივი აირის მიწოდებას საქართველოსა და სომხეთისათვის.

სრულად ნახვა დახურვა
 1 2