დირექტორთა საბჭო

სს ”საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის” კოლეგიურ აღმასრულებელ ორგანოს დირექტორთა საბჭო წარმოადგენს, რომელიც ოთხი წევრისგან შედგება. საბჭოს თავმჯდომარეა გენერალური დირექტორი. საბჭოს თითოეულ წევრს თანამდებობაზე ნიშნავს სამეთვალყურეო საბჭო.

კორპორაციის ხელმძღვანელობა ხორციელდება დირექტორთა საბჭოს მეშვეობით ან დამოუკიდებლად გენერალური დირექტორის მიერ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის, საზოგადოების წესდებისა და დირექტორთა საბჭოს შინაგანაწესის შესაბამისად.

დირექტორთა საბჭოს წევრები არიან გენერალური დირექტორი, დირექტორი კომერციულ საკითხებში, დირექტორი ფინანსურ საკითხებში და დირექტორი ტექნიკურ საკითხებში.