აქციონერი

2011 წლის 5 სექტემბერს განხორციელდა შპს ,,საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ რეორგანიზაცია – საზოგადოებამ შეიცვალა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა და გახდა სააქციო საზოგადოება.

კორპორაციის აქციათა 100%-ს სს "საპარტნიორო ფონდი“ ფლობს, რომელიც, თავის მხრივ, სახელმწიფო საკუთრებაშია. აქციების 100% მართვის უფლებით ეკუთვნის საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს. 

კორპორაციის საწესდებო კაპიტალი შეადგენს 572 591 100 ლარს. საწესდებო კაპიტალი დაყოფილია 28 629 555 ჩვეულებრივ აქციად. ერთი აქციის ნომინალური ღირებულება შეადგენს 20 ლარს.