კომპანია

"საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია" ეკონომიკური განვითარების მინისტრის ბრძანებით, 2006 წლის მარტში დაფუძნდა. კორპორაციის შემადგენლობაში შევიდა სს "საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის", სს ,,საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაციის" და სს "საქნავთობის" სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული აქციები. 2011 წლის სექტემბერში კორპორაციამ სამართლებრივი ფორმა შეიცვალა და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებიდან სააქციო საზოგადოებად გარდაიქმნა.